Saturday, December 17, 2011

1.    პროექტის სახელწოდება:რკინის აბჯარი საქართველოსი.....
2.    პროექტის მთავარი იდეა:მოსწავლეები გაეცნობიან  ქართულ საბრძოლო  იარაღებს,მათი დამზადებისა და მოხმარების წესებსდა  მიღებულ ინფორმაციას გაუზიარებენ თანატოლებს.
3.    პროექტის აქტუალობა:თანამედროვე სამეცნიერო ტექნიკური მიღწევების ფონზე მოსწავლე- ახალგაზრდები ნაკლებად არიან დაინტერესებული წარსული საზოგადოებრივი ცხოვრებით.პროექტზე მუშაობისას  ისინი შეისწავლიან საქართველოში არსებულ საბრძოლო იარაღს, მათი დამზადების ტექნიკას.ეს კი ჩამოუყალიბებს მათ წინაპართა საქმიანობისა და ტრდიციებისადმი პატივისცემის გრძნობას.
4.    პროექტის მიზანი:მოსწავლეთა შორის  კომუნიკაციის უნარის განვითარება, წინაპართა საქმიანობის მიმართ პატივისცემისა და დადებითი დამოკიდებულებების ჩამოყალიბება.
5.    მონაწილეთა ასაკი:14-16წ
6.    ვადები/ხანგრძლივობა:2-3 თვე.
7.    პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას:ვიდეო-ფოტო-ვიზუალური საშუალებები.ამ მასალაზე დაყრდნობით ფოტოალბომის შექმნა.
8.    საჭირო რესურსები:ფოტოაპარატი, კომპიუტერი.
9.    პროექტის მსვლელობა:ქართული საჭურველი იქმნებოდა და იწრთობოდა იმ განუწყვეტელ ომებში, რომელიც თავისუფლებისმოყვარე ქართველ ხალხს უცხოელ დამპყრობთა წინააღმდეგ უწევდა.საქართველოში დამზადებულ საჭურველს ძველთაგანვე საუკეთესოდ მიიჩნევდნენ არა მხოლოდ კავკასიაში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც.პირველ ეტაპზე მოხდებაამ საკითხის ირგვლივ ინფორმაციის მოძიება და დამუშავება,ილუსტრაციული მასალის მოპოვება,ვიზიტი სიმონ ჯანაშიას სახელობის ეროვნულ მუზეუმში, ფოლკლორული და ეთნოგრაფიული მასალის მოძიება.ასევე მოინახულებენ სიღნაღის და თელავის მუზეუმებს , სადაც ამ მხრივ მრავალფეროვანი და საინტერესო მასალაა წარმოდგენილი.
10 . საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი:ისტ-ის გამოყენება.
11 . პროექტის ხელმღვანელი: მარინა კობახიძე.
12 . ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:kobaxidzem@gmail.com.
. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:

No comments:

Post a Comment